საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი „იმედის კვირასთან“ საუბრობს, თუ რა ვითარებაში ნახა მეგობარი, კახა ტორჩინავა საბედისწერო გაფრენამდე.
გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება
„ჭამის პერიოდი ჰქონდათ და მთხოვა შემინახე საჭმელი, რომ დავბრუნდები შევჭამო… ძალიან მენატრებიან, ძალიან მიყვარს ეს ხალხი…ამათ გარეშე როგორ ვიცოცხლებ არ ვიცი…
თვალში შევხედეთ ერთმანეთს და ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა ერთმანეთთან. ვის წაიყვან მეთქი და მარგიანს წავიყვან, როგორც ყოველთვისო.
შევვარდი აღჭურვილობასთან და გავამზადეთ ყველაფერი…“, – ამბობს მაშველი წოწონავა.