„ეს ორი დღეა ბაბის ფრენას აღუშფოთებია „საზოგადოება,“ ზოგი შეფარულად, ზოგიც ირიბად, ზოგს ვიდეო უდევს პატარა ცინიზმით გამსჭვალული კომენტარით,“ – ბაბი კირკიტაძის „ფან“ გვერდი, ტიკ-ტოკზე, მომღერლის ვიდეოს ავრცელებს.
„იციან რომ კომენტარებში სხვები იქირქილებენ , იცინებენ დაგმობენ, გააკრიტიკებენ, მოკლედ საქმე გამოუჩნდათ! დიდი ხანია არავინ გაუქილიკიათ!
რა ჰქვია ამ ფენომენს არ ვიცი და ვერ ვიცი,“ – წერს „ფან“ გვერდი.
„ჩამოფრინდა და კარგად არის, დაფრინდა მშვიდობაა,“ – ამბობს ბაბის მეგობარი ვიდეოში.
„ბაბის გაფრენა განათებულ დარბაზში არ იყო სწორი“ – ია ფარულავა ბაბი კირკიტაძის პერფორმანსს აფასებს