LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი ცხოვრება დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით მახსოვს“ – როდის გამოვა ლეგენდარული ენტონი ჰოპკინსის ავტობიოგრაფიული წიგნი

147
page

როგორც ცნობილია, ლეგენდარული მსახიობი, ენტონი ჰოპკინსი ავტობიოგრაფიულ წიგნზე მუშაობს. გამოცემა People-ის ცნობით, მისი მემუარები, სახელწოდებით, We Did OK, Kid ნოემბერში გამოვა.

87 წლის მსახიობი საკუთარ წიგნში რთული ბავშვობის, კარიერის, პირადი ცხოვრებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრებს.

„მე მომწონს და ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ“, – განაცხადა ჰოპკინსმა წიგნის შესახებ გადაღებულ ვიდეოში, რომელიც ახლახან „ინსტაგრამზე“ გავრცელდა.

„საკუთარი ცხოვრების აღწერა საკმაოდ უცნაური პროცესია“ – ენტონი ჰოპკინსი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს

აღსანიშნავია, რომ მკითხველს საშუალება ექნება ჰოპკინსის აქამდე უცნობი, საარქივო ფოტოებიც დაათვალიეროს.

„ჩემი ცხოვრება დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით მახსოვს. ამიტომ, ავტობიოგრაფიას ვწერ. საკუთარი ცხოვრების აღწერა საკმაოდ უცნაური პროცესი ყოფილა“, – განაცხადა ჰოპკინსმა.

ცნობისთვის, ენტონი ახლა ლოს-ანჯელესში მეუღლესთან, სტელა აროიავესთან ერთად ცხოვრობს. მანამდე ის ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან კი ქალიშვილი, აბიგაილ ჰოპკინსი ჰყავს.

87 წლის ენტონი ჰოპკინსი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან ერთად – ლეგენდარული მსახიობი შესანიშნავ ფორმაშია

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, რაც თან მიგვაქვს, სიყვარულია“ – ენტონი ჰოპკინსი, რომლის სახლი ხანძარმა გაანადგურა, ემოციურ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები