ზესტაფონელმა ტყუპმა ძმებმა, დათო და გიორგი ბარბაქაძეებმა მათემატიკის გამოცდაზე მაქსიმალური – 51-დან 51-51 ქულა მიიღეს.
დათო და გიორგი ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
ტყუპი ძმების შესახებ ტელეკომპანია „არგომ“ სიუჟეტი მოამზადა.
ძმები აბობენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური შედეგი დაუღალავი შრომის შედეგია:
„მოულოდნელი იყო შედეგი, რადგან აგვისტოში დებენ ხოლმე შედეგებს, რომ დავწერე გამოცდა, მაშინვე ვიცოდი, რომ შეცდომები არ მქონდა“, – ამბობს გიორგი ბარბაქაძე.
დათო ბარბაქაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა პედაგოგების წვლილი:
„შედეგები რომ ვნახე პირველად, ძალიან აღეწლვებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა იმიტომ, რომ ჩემი შრომა შესაბამისი შედეგებით დაფასდა, დაფასდა ჩემი მასწავლებლების სახელები და მიხარია, რომ ვასახელე… ველოდებით ინგლისურშიც უმაღლეს შედეგებს“,- ამბობს დათო ბარბაქაძე.
ზესტაფონელი ძმების წარმატების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ინფო იმერეთმა“ გაავრცელა.
