ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი მოსწავლეების მორიგი წარმატების შესახებ ინფორმაციას ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის გამოცდის პირველადი შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
„ისევ რეკორდი
ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც ჩემმა ამ ოთხმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებები აიღეს საქართველოს მასშტაბით
რა გოგოები, რა ექიმები გვეყოლება! ![]()
ანი სურმავა 69
ნია მამულაიშვილი 68
მარიკო კარტოზია 68
ნინი ტოლიაშვილი 68
და სხვათა შორის, ნინი და მარიკო საქართველოში ერთადერთები არიან, ვინც ქიმიაშიც და ბიოლოგიაშიც ასეთი მაგარი შედეგები დადეს
“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.
