LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – ლელა წურწუმიას ჰიტზე აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და მხიარული კადრები წვეულებიდან

6237
მაია კაჭკაჭიშვილი

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი მხიარული ვიდეო, თუ როგორ ატარებდნენ დროს ფეხბურთელები და მღეროდნენ ცნობილ შემსრულებლებთან ერთად.

ვიდეო: როგორ მღერიან საქართველოს ნაკრების წევრები – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:

„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

ვიდეო: „გაიხარეთ, ბიჭებო, თქვენ დღეს საქართველო გაახარეთ“- ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ენერგიულად ცეკვავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები