ნატუკა გულისაშვილი გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, სადაც თავისი როლების შესახებ ისაუბრა.
მსახიობმა წამყვანის კითხვაზე – მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლების უბადლო შემსრულებლად აღიარების გამო, სხვა როლებზე დაგბლოკეს? – ასე უპასუხა:
„კი სხვა როლებზე დამბლოკეს. დავიშტამპე. რატომღაც ჩემში მაშინ მხოლოდ ფორმებს ხედავდნენ. ლევან დაბრუნდაშვილი იღებდა ზღაპარს „ანოს და ვანოს თავგადასავალს“. მან დამირეკა და მითხრა რომ მონაწილეობა მეც მიმეღო. მე ვუპასუხე, რომ ლევან როგორ შეიძლება მე ვითამაშო რაიმე, როცა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების როლებს ვასრულებ მეთქი.
ასეთი რაღაც მქონდა უკვე გამჯდარი, რომ თუ კი ვინმე სადმე მეძახის, იქ აუცილებლად უნდა იყოს ამ ტიპის როლი. ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი არის „ბაბაიაგას“ თამაში. საინტერესო და საწყალი გმირია. ჩემ შვილსაც აბულინგებდნენ ამ როლების გამო, მაგრამ რომ გაიზარდა მიხვდა რა როლები იყო და ვისი გადაღებული“, – ამბობს ნატუკა გულისაშვილი.