რუსული როკ-ჯგუფის, ДДТ-ს წევრი, იური შევჩუკი რუსეთ-უკრაინის ომს „ტელეგრამის“ საშუალებით გამოეხმაურა და ვითარებას ახალი სიმღერა, „პატარა სიკვდილი“ მიუძღვნა. მისი განცხადებით, ის არ აპირებს ქვეყნიდან წასვლას, თუმცა დიდი სიამოვნებით გაიღებს საკუთარ ჯილდოებს, მისთვის სამშობლოს, ხელისუფლება არ წარმოადგენს.
„მე მზად ვარ ჩემი ჯილდოები უკან დავაბრუნო, თუმცა არ ვაპირებ საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმას, წასვლას არ ვაპირებ და თუ დამაძალებენ წინააღმდეგობას გავუწევ, იმიტომ რომ მე მიყვარს ის, ჩემთვის სამშობლო ხელისუფლება არ არის, ჩემთვის სამშობლო კარგი ადამიანებია, ჩემთვის სამშობლო ბებიაა, რომელსაც ხურდა არ ჰყოფნის საჭმლის საყიდლად“, – აცხადებს მუსიკოსი.
ვიდეო: „ჩემი ქვეყანა შეიშალა“ – ანდრეი მაკარევიჩი რუსეთ-უკრაინის ომს სიმღერას უძღვნის
რუსეთში არტისტების „შავი სია“ გამოქვეყნდა – მომღერლებს კონცერტებზე გამოსვლა ეკრძალებათ