ოპოზიციური პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
მამუკა ხაზარაძე მომღერალ მერაბ სეფაშვილთან, პოეტ რატი ამაღლობელთან და მსახიობ გია როინიშვილთან ერთად მღერის ცნობილ ჰიტს „გაიღიმე“, რომელიც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებების შემდეგ, გამარჯვების ჰიმნად იქცა.
მათთან ერთად ასევე კადრშია „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი კუპრაძეც. მამუკა ხაზარაძე ვიდეოსთან ერთად აქვეყნებს ტექსტს:
„ჩვენ ვძლიერდებით! გამარჯვება ახლოსაა! ნურაფრის გეშინიათ!“.