LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩვენი დარდიანი ანგელოზი 6 წლის გახდა, არც ერთი პატარა არ უნდა რჩებოდეს დედის გარეშე… ბევრი ვეცადეთ, რომ მისი პაწაწინა გული გაგვეთბო“ – დიკა სალაყაიას სიურპრიზი პატარა მარიამს

324
დიკა სალაყაია

მწერალი დიკა სალაყაია, რომელიც მრავალშვილიანი დედის, ლიკა ალხაზოვას გარდაცვალების შემდეგ მის პატარებს მუდამ გვერდში უდგას და ეხმარება, სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს.

ლიკა ალხაზოვას შვილს, იუბილარ მარიამს, რომელიც ორი დღის წინ 6 წლის გახდა, სიურპრიზი მოუწყვეს.

„პირველი დაბადების დღე აქვს დედის გარეშე… მინდა, რომ პაწაწინა ტკივილიანი გული ოდნავ მაინც გავუხაროთ, მისთვის ჯერ არავის გადაუხდია დაბადების დღე“ – დიკა სალაყაია

მარიამმა დაბადების დღე დედმამიშვილებთან ერთად, გასართობ ცენტრში აღნიშნა.

კადრებს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:

„ჩვენი დარდიანი ანგელოზი 6 წლის გახდა. ამ ქვეყნად არც ერთი პატარა არ უნდა რჩებოდეს დედის გარეშე.

ბევრი ვეცადეთ, რომ დღეს მარიამის პაწაწინა გული გაგვეთბო. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ ბავშვების თანადგომისთვის, სიყვარულისთვის.

მადლობა რუსთავში რესტორან „სავანეს“. „გიგის ანიმატორებს“. ოქროს გოგოს გულიკს. მადლობა თქვენ, ყველას, ვინც თქვენი წილი სიკეთით შემომიერთდით და ეს დღეც შედგა. წინ დაგიხვდეთ ამ პატარების მადლი.

თან მიხარია და თან გული სევდით მაქვს სავსე… მათი თვალები… დედის მონატრებით სავსე.

მადლობა ადამიანებო და მიყვარხართ!“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „დაიჯერე, ეს შენი ზღაპარია! ღმერთო, გამოგვივიდა! ყველამ ერთად შეუძლებელი შევძელით…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს დიკა სალაყაია უდედოდ დარჩენილი, მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ

ჩვენი დარდიანი ანგელოზი 6 წლის გახდა❣️🎂

ჩვენი დარდიანი ანგელოზი 6 წლის გახდა.❣️🎂👑 ამ ქვეყნად არც ერთი პატარა არ უნდა რჩებოდეს დედია გარეშე .😞 ბევრი ვეცადეთ, რომ დღეს მარიამის პაწაწინა გული გაგვეთბო.❤️ მადლობა თითეულ თქვენგანს ამ ბავშვების თანადგომისთვის, სიყვარულისთვის.☀️ მადლობა რუსთავში რესტორან “სავანეს”.❤️ “გიგის ანიმატორებს”.💋 ოქროს გოგოს გულიკს. მადლობა თქვენ ყველას, ვინც თქვენი წილი სიკეთით შემომიერთდით და ეს დღეც შედგა. წინ დაგიხვდეთ ამ პატარების მადლი.☀️ თან მიხარია და თან გული სევდით მაქვს სავსე… მათი თვალები… დედის მონატრებით სავსე😔 მადლობა ადამიანებო და მიყვარხართ!💜

Posted by დიკა სალაყაია • Dika Salakaia on ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g