სუპერ-ბოულის ჩემპიონატზე ნინი ბრეგვაძემ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა. ნინი 70,000 ადამიანის წინაშე ბრწყინვალედ წარდგა. კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
როგორც ნინი აღნიშნავს, მან ამერიკის მოქალაქეობა 1 წლის წინ მიიღო.
„ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი პატივია 70 000 ადამიანის წინაშე ეროვნული ჰიმნის შესრულება, სუპერ ბოულის გამარჯვებულების გვერდიგვერდ, მადლიერი ვარ როგორც საქართველოს და ახლა უკვე ამერიკის მოქალაქე,“ – წერს ნინი.
„ესაა ტოპ საუკეთესო შესრულება. აი საოცრება“
„შესანიშნავია“
„ჩვენი სიამაყე“ – აღნიშნავენ სოცქსელში.