13 აგვისტოს, შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკმა, ჩაის ფესტივალის ფარგლებში გელა გნოლიძეს და „ღამის შოუს ბენდს“ უმასპინძლა.
ბენდი მსმენელის წინაშე ყველასათვის საყვარელი, ცნობილი ჰიტებით წარდგა.
მუსიკალურ საღამოს, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი იყო სცენიდან ბენდის წევრის, ბაბი კირკიტაძის ჩასვლა მსმენელთან და ფოტოების გადაღება.
გელა გნოლიძის და „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.