LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ჯასტინმა ბევრი სირთულე გადავლახეთ, თუმცა, ეს ყველაფერი ამად ღირდა“

140
28029608-0-image-a-21-1588684833078

კორონავირუსის პანდემიის გამო, პოპ-ვარსკვლავი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე, ჰეილი ბოლდუინი თვითიზოლაციაში, ონტარიოში იმყოფებიან. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილმა არაერთი სახალისო ვიდეო გაავრცელა.

ვიდეო: ნახეთ როგორ ერთობიან თვითიზოლაციაში მყოფი ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი

წყვილი სახალისო თამაშს „იატაკი-ლავა“ თამაშობს. ჯასტინს საძინებელ ოთახში მისავლელად უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევს, ჰეილი კი მას ვიდეოს უღებს

ახლა კი ვარსკვლავურმა წყვილმა „ფეისბუქზე“ რეალითი შოუ, The Biebers on Watch დაიწყეს. პირველ ეპიზოდში მათ თავიანთ ქორწინებასა და წარმოქმნილ სირთულეებზე ისაუბრეს.

„მე და ჯასტინმა ბევრი სირთულე გადავლახეთ, თუმცა, ეს ყველაფერი ამად ღირდა. დღეს ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ და სტაბილური ურთიერთობა გვაქვს, ის ჩემი საუკეთესო მეგობარია“, – აცხადებს ჰეილი.

ჯასტინმა კი განაცხადა, რომ ქორწინების შემდეგ საკუთარ თავში ბევრი რამ აღმოაჩინა, რასაც გაუმკლავდა, გადალახა ეჭვიანობის მომნტები, ისწავლა დათმობა და საკუთარ თავზე მუშაობა.

https://www.youtube.com/watch?v=ZpYTNd4RoI8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები