აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეის წარმომადგენელი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
„ძიუდოს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღე ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა!
– 60 წონაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში ტაივანელი სპორტსმენი იანგ იუნგ-ვეი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა!
ამ ვიდეოთი გავიხსენოთ გიორგის ასპარეზობა და გზა მსოფლიოს ჩემპიონობისკენ!“, – წერს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ძიუდოს 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღე ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა! -60 წონაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში ტაივანელი სპორტსმენი იანგ იუნგ-ვეი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა! ამ ვიდეოთი გავიხსენოთ გიორგის ასპარეზობა და გზა მსოფლიოს ჩემპიონობისკენ!
Posted by Georgian Judo Federation – საქართველოს ძიუდოს ფედერაცია on კვირა, 19 მაისი, 2024