28 სექტემბერს, „ბროდვეიზე“ კიანუ რივზის ახალი პროექტის, „გოდოს მოლოდინის“ პრემიერა შედგა. საღამოზე რივზს მხარს საყვარელი ქალი, ალექსანდრა გრანტი უმშვენებდა.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებული გამოჩნდა და ფოტოგრაფების წინაშე ერთად პოზირებდა.
გრანტმა კლასიკური შავი საღამოს კაბა მოირგო, რომელსაც კვადრატული დეკოლტე ამშვენებდა, მის „ლუქს“ კი ბრილიანტის სამკაულები ასრულებდა. რივზმა კი რჩევანი კლასიკურ პიჯაკზე შეაჩერა, რომელსაც მან ბათინკები შეუხამა.
ცნობისთვის, ეს წყვილის პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც მათ დაქორწინება უარყვეს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დასავლური მედია წყვილის ფარული ქორწინების შესახებ ალაპარაკდა. წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მალევე მათმა წარმომადგენელმა უარყო.
„ეს ნამდვილი ფოტოა, უბრალოდ კოცნაა და არა ნიშნობის ამსახველი სურათი. კარგი ამბები დღესდღეობით ძალიან გვჭირდება, მაგრამ ეს მაინც ყალბი ამბავია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მადლობა ყველას, ვინც ქორწილი მოგვილოცა.
მაგრამ… არ დავქორწინებულვართ“, – აღნიშნა გრანტმა „ინსტაგრმაზეც“
შედგა თუ არა ფარული ქორწინება – კიანუ რივზის წარმომადგენელი წყვილზე ინფორმაციას ავრცელებს
კიანუ რივზი გაბედნიერდა – მსახიობი ალექსანდრა გრანტზე დაქორწინდა – ქორწილის დეტალები ცნობილია


