დავით ქაცარავას ოპერაცია გაუკეთდა. როგორც მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
,,მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები, გაკეთდა ოპერაცია, ამჟამად ყველაფერი რიგზეა და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამბობს მკურნალი ექიმი.
სოფია ხაჭაპურიძე წერს, რომ მის მეუღლეს მრავალი ადამიანის მიერ სახეში გამეტებით რტყმის შედეგადა აქვს სახის ძველების მრავლობითი მოტეხილობები.
,,დასრულდა ოპერაცია. მადლობა ექიმებს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმისთვის.
იმედია ისინი ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ მის მდგომარეობას რა მდგომარეობითაც შეიყვანეს კლინიკაში.
სამართლებრივი შეფასებისთვის ესაა უმნიშვნელოვანესი.
სასტიკი მეთოდით, მრავალი ადამიანის მიერ სახეში გამეტებით რტყმის შედეგადა აქვს სახის ძველების მრავლობითი მოტეხილობები, ყვრიმალის, ზედა ყბისა და თვალის ბუდის.
ყველაფერი კარგად იქნება!
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”, – წერს სოფია ხაჭაპურიძე.