დათო ფორჩხიძემ „პოსტივიდან“ „რუსთავი 2“-ზე გადაინაცვლა. ამის შესახებ ნოე ჟორჟოლიანმა თავის შოუში ისაუბრა და დათოს გაცილება მოუწყო. „მეგობრბეო. დათო გვტოვებს და „რუსთავი 2“-ზე გადადის. ასეა. დადის ბენდის ხელმძღვანელად, ყოველდღე ეთერში იყო, ხალხმა დაინახა, უი, ფორჩხიძე ცოცხალი ყოფილაო და მიჰყავთ „რუსთავი 2“-ზე. ანუ, რა გამოდის, მე, ნოე ჟორჟოლიანს, ნანიტაშვილმა, სახე ამახია…“ როგორც გაირკვა, დათო ფორჩხიძე ნიკო ნანიტაშვილის ახალ შოუში მიიღებს მონაწილეობას.