სალომე ბაკურაძე „შუადღის“ ეთერში ჰყვება, როგორ ჰგონია მის ვაჟს, სანტის, რომ დედიკო სიმღერებსაც თავად წერს:
„ვერავინ დამაბრალებს და არსად მითქვამს, კომპოზიტორობა არასდროს მიმიწერია ჩემი თავისთვის. ჩვენი უძვირფასესი მაიკო კაჭკაჭიშვილი შეხვდა სანტის. მოეფერა, იცი, ვინ ვარო? აი, შენს დედიკოს სიმღერებს რომ უწერს, ის ვარო. სანტიმ გახედა, რას მეუბნები, დედაჩემი სიმღერებს თვითონ წერსო…ვუთხარი, არა, დედა, მე შემსრულებელი ვარ, ეს როდის გითხარი-მეთქი?!.“