ტელეკომპანია „იმედის“ შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, მოცეკვავე წყვილის ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
ცეკვა, ემოციურად დატვირთული იყო როგორც ხასიათით, ასევე შინაარსით – ის ოთო ფოლადაშვილმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.
ვიდეო: „აგვატირე და დაგვატკბე თქვენი ცეკვით“ – ოთო ფოლადაშვილმა დედას საოცარი ცეკვა მიუძღვნა
ცეკვის შესრულების შემდეგ, ოთო ფოლადაშვილმა აუდიტორიის წინაშე ემოციური სიტყვა წარმოთქვა:
„ეს მუსიკა ბაბუს ეკუთვნოდა და შემდეგ დეიდამ დედაჩემის ხსოვნას მიუძღვნა. დედაჩემი ყოველ ლაივზე თუ არა, ხშირად დადიოდა, აქ თავისი ადგილიც ჰქონდა, ყოველთვის ჩემ წინ იჯდა, ზემოთ ჩემს დასთან ერთად და მისი ემოციებით ვხვდებოდი, როგორი იყო ცეკვა. ახლა ვიყურები ზემოთ და მარტო ჩემს დას, თაკოს ვხედავ, რომელიც ტირის. დღეს დედას გასვენებიდან ერთი წელი გავიდა და ეს ცეკვა, რა თქმა უნდა, დედაჩემის, ნინელი კლდიაშვილის ხსოვნას ეძღვნება“, – აღნიშნა ოთო ფოლადაშვილმა.
