მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ „კოტკასტთან“ საუბრისას თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები მიმოიხილა. საუბარი ასევე შეეხო ჭარბწონიანობასაც, რომელიც როგორც ბარბარა აცხადებს, ბევრი მაყურებლისთვის ზედმეტად შესამჩნევი იყო და საზოგადოების ნაწილი მისი სიმღერის ნიჭს უკანა პლანზე აყენებდა.
„დედაჩემმა ერთ-ერთი ყველაზე კარგი რაც გამაკეთებინა იყო ის, რომ როცა ჩამოვედით „ნიჭიერისთვის“ თბილისში, დამაყენა სარკის წინ და მითხრა – „შეხედე შენს თავს რამხელა ხარ“. თუ ვინმემ გითხრა რამხელა ხარო, უთხარი „უი, რა კარგი მხედველობა გქონიაო“. ესე იგი შეგნიშნა და დაგინახა ისეთი, რამხელაც ხარ.
ყველაფერს ვცდილობდი მე წლების განმავლობაში, რომ ჩემი თავი საზოგადოებას მიეღო ისეთი, როგორიც ვიყავი. თავისი წონითურთ და ყველაფრით. მერე უკვე როცა მივაღებინე და მივხვდი, რომ ამ ყველაფრის მიმართ დათმეს თავიანთი პრინციპები და ამბობდნენ, მერე რა ვუყუროთ ჭარბწონიან ადამიანს ტელევიზორში დიდი ამბავი, ისიც მღერის…
ყოველთვის მქონდა ხოლმე იმის შეგრძნება, რომ რეალურად უსინათლო საერთოდ ვერ ხედავს და აღიქვამს, მაგრამ აღიქვამს და იმისთვის სულ ერთია როგორი ხარ. ჩემი აზრით ყველამ უნდა დავიბრმაოთ თვალი, როდესაც ვუყურებთ ადამიანებს, რადგან უნდა ვუსმინოთ“, – აცხადებს ბარბარა სამხარაძე.
