LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დედაშენს თეძოზე მოხვიე ხელი!” – დედამთილის მიერ მოპარული ცეკვა და აქვითინებული პატარძალი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის სკანდალური ქორწილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

4475
წლის განშორებები (1)

ბექჰემების ოჯახის ირგვლივ სკანდალი არ წყდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრუკლინ ბექჰემის მიერ თავისი მშობლების მიმართ გამოთქმული მწვავე ბრალდებების შემდეგ, კონფლიქტში მთელი ჰოლივუდი ჩაერთო.

„ის უკვე ათი წელია ცდილობს, ცნობილი გახდეს“ – ბელა და ჯიჯი ჰადიდების უფროსი და ნიკოლა პელტცის შესახებ მწვავე კომენტარს აკეთებს

„ტოქსიკური ნიკოლა პელტცი“ – ბექჰემების რძალი ჯიჯი და ბელა ჰადიდების ძმასა და ოჯახს ანალოგიურად მოექცა – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

დიჯეი Fat Tony ბექჰემების ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას აზიარებს. საუბარია ცეკვის ეპიზოდზე, როცა ვიქტორიამ რძალს პირველი ცეკვა „მოპარა”.

„დიახ, ქორწილში დიჯეი მე ვიყავი. ეს იყო სამდღიანი ქორწილი. სცენაზე მარკ ენტონი მღეროდა, რომელმაც ბრუკლინს მოუხმო. ბრუკლინი სცენაზე ავიდა. ყველა ელოდა, რომ მას ნიკოლაც შეუერთდებოდა და მათი პირველი ცეკვა შედგებოდა. ამ დროს ენტონიმ დარბაზში მყოფ „ყველაზე ლამაზ ქალს“ მიმართა: „ვიქტორია, ამოდი სცენაზე!“.

ამ მომენტში ბრუკლინი უკვე განადგურებული იყო, რადგან მას ეგონა, რომ ეს მისი პირველი ცეკვა იქნებოდა მეუღლესთან. ნიკოლამ დარბაზი ტირილით დატოვა, ამის შემდეგ კი დედა-შვილის ცეკვა შედგა, რომლის დროსაც მარკმა დაამატა, – დედაშენს თეძოებზე მოხვიე ხელი!”.

მთელი ეს სიტუაცია ყველასთვის ძალიან უცნაური იყო. ვფიქრობ, რაც ყველას გამოგვრჩა ამ ამბავში, არის ის, რომ მშობლებმა თავიანთი შვილი სწორედ ამ მომენტში დაკარგეს“, – იხსენებს ცნობილი დიჯეი სატელევიზიო ინტერვიუში.

უნდა აღინიშნოს, რომ ბექჰემების სკანდალის ფონზე, საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. ბევრი ახალგაზრდა წყვილს უჭერს მხარს, თუმცა უდიდესი ნაწილი მაინც მშობლების მხარესაა.

„ის მონსტრია“ – ნიკოლა პელტცის სტილისტი დუმილს არღვევს