დღეს ჩვენ მაყურებელს გამოვყევით. კოლეგებს აპატიმრებენ და საამაყოა რომ ავანგარდში მსახიობები დგანან, – აღნიშნულის შესახევ ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას დროსთან ერთად სამარცხვინო ლაქების მოშორება გაუჭირდება.
„ჩემს მეხსიერებაში ჯერ არ ყოფილა, რომ თეატრი ასე მასიურად გამოსულიყო ქუჩაში. ვფიქრობდით, რომ თეატრი თავის სათქმელს სცენაზე იტყოდა. დღეს ჩვენ მაყურებელს გამოვყევით. კოლეგებს აპატიმრებენ და საამაყოა რომ ავანგარდში მსახიობები დგანან. რაც დრო გადის, მათთვის ამ სამარცხვინო ლაქების ჩამოშორება უფრო რთული გახდება. რაც უფრო მალე დაიხევენ უკან, უფრო გაუადვილდებათ“, – ამბობს ლევან წულაძე.