ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში, ერკეთის დედათა მონასტერში გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს.
გივიკო დიდია, ყველას მოუწოდებს, დღეს მაინც ვუთხრათ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ.
„მე ყველა თქვენგანი მიყვარხართ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და გულში ფიქრობთ , აუ, ეს ვინაა. მაგრამ გავა დრო და ეს სიტყვები გაგახსენდებათ.
„თუ სხვა დროს ვერ ვახერხებთ, დღეს მაინც ვუთხრათ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს და ვისაც ვუყვარვართ. უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობენ და ცხოვრებას გვილამაზებენ, გვივსებენ და რაც მთავარია სიყვარული გვასწავლეს“
გაუფრთხილდით ერთმანეთს, მოეხვიეთ და აგრძნობინეთ სითბო, სიყვარული .
თავს აღარ მოგაბეზრებთ. სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ.
პ.ს. ვიცი , რომ ყოველი დღე სიყვარულისაა, მაგრამ ჩემგან სიმბოლურად, ეს მილოცვა მიიღეთ, ვისაც გინდათ. ვისაც არა ასქროლეთ“. – წერს გივიკო დიდია.