LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა.. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი, რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს..“ – გივიკო დიდია ჩოხატაურში მომხდარ ტრაგედიაზე

309
giviko-didia_w_h

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„ჩოხატაური…

უმძიმეს ავარიას 3 ახალგაზრდა ჩოხატაურელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავებულია. ერთი დაღუპული ჩემი მეგობრის ძმაა. გარდაცვლილები ჩემთანაც არიან ოჯახში ნამყოფი, ჩემს ძმასთან მეგობრობდნენ… ვუსამძიმრებ ჩემს ჩოხატაურს უდიდეს ტრაგედიას…

რა უნდა ვუთხრა მათ ოჯახს, ახლობლებს… გამძლეობას გისურვებთ“, – წერს გივიკო დიდია ფეისბუქში.

ცნობისთვის, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სამების ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. „ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი სამართალდამცველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები