LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დიახ! ის ახლობელი, რომელიც თავზე ედგა, არ იყო იმ დღეს იქ და ბავშვი ქრება“ – მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე „იმედის“ გადაცემაში პასუხობს კითხვას „არის თუ არა ოჯახის ახლობელი დამნაშავე, მათი შვილის გაყიდვაში“

408
ზურაბ ცინცქილაძე

მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა, სადაც განაცხადა შვილის გასხვისებაზე ისაუბრა. 

კითხვაზე, თვლით, რომ თქვენი შვილის სავარაუდო გაყიდვაში ოჯახის ახლობელია დამნაშავე? – ზურაბი პასუხობს:

„დიახ! თეას შემდეგ, 1986 წლის 11 ოქტომბერს შეგვეძინა ქალიშვილი. აბსოლუტურად ჯანმრთელი ბავშვი იყო. „უი, რა ლამაზია“ – შეძახილებით… მეორე დღეს გვეუბნებიან, რომ ბავშვი ასფიქსიით გარდაიცვალაო. ისეთი შოკი იყო, რომ არ ვიცი მსგავსი რამ ვინმეს განუცდია თუ არა.

თქვენს კითხვაზე „დიახ“-ის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ზუსტად ის ახლობელი იმ წამში, რომელიც მას თავს ედგა, არ იყო იმ დღეს იქ და ბავშვი ქრება, მე ეჭვი არ მეპარება ერთი წამითაც, რომ შენი ტოლა ჩემი გოგო სადღაც დადის და მე მინდა, რომ ეს იყოს სიმართლე, არ მიცდია არასდროს მომეძებნა და ახლა დავიწყებ, ჩვენ გარდაცვლილი ბავშვი არ გვინახავს, ის ახლობელი, რომელიც სავარაუდოდ, ამ ამბავშია გარეული ცოცხალი არ არის“ – უთხრა ტელეწამყვანს მსახიობმა.

გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა ზურაბის ქალიშვილი თეა ცინცქილაძეც, რომელმაც აღნიშნულ თემაზე ისაუბრა. 

„მე მგონი უფლება არ ჰქონდათ მაშინ ბავშვის ნახვის. არ გაჩვენებდნენ გარდაცვლილ ბავშვს და გეუბნებოდნენ, რომ ჩვენ თვითონ დავკრძალავთ. მე გადავწყვიტე, რომ მოვძებნო. ასფიქსია კი არ იყო, დაუვარდათ. სამი დღის მერე მოვიდა პედიატრი ბავშვის შესამოწმებლად, რომ ცოცხალ ბავშვზე არის ინფორმაცია შემოსული კლინიკაშიო. გასასინჯად მოვიდა. რომ ვუთხარით, რომ ბავშვი დაიღუპა, ვაიმე, ჩვენთან სხვა ინფორმაცია იყო შემოსული“, – აცხადებს თეა ცინცქილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები