LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Dodge–მა ყველაზე ექსტრემალური კროსოვერის ვიდეო გაავრცელა

109
dgddnws45

კომპანია Dodge–მა გულშემატკივრებს ფაქტობრივად პირობა მისცა, რომ კროსოვერი Durango-ს კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას გამოუშვებს. ასეთი ავტომობილი, ლოგოტიპი Hellcat–ით იქნება წარმოდგენილი და სავარაუდოდ, „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის გამოსვლას მიეძღვნება.

მწარმოებელმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც Dodge–ს კროსოვერთა ხაზი მთლიანადაა ნაჩვენები. კადრში ერთმანეთის მიყოლებით  Charger SRT Hellcat Widebody, 808 ძალის Challenger SRT Hellcat Redeye, Durango SRT და უკვე ისტორიად ქცეული 852-ძალის Challenger SRT Demon ჩნდებიან. გარდა ამისა, თრეილერში შესაძლებელია Durago–ს შემჩნევაც, რაც მწარმოებლის გეგმის გამხელის ტოლფასია.

ასეთი კროსოვერი სავარაუდოდ, კომპაქტური HEMI V8 6.2 ძრავით იქნება უზრუნველყოფილი და 717 ცხენის ძალას განავითარებს. აგრეგატი 8–დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს და პირველი „ასეულის“ გასავლელად 4 წამზე ნაკლები დრო დასჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g