ბრწყინვალე ქართველ დირიჟორსა და კომპოზიტორს, ჯანსუღ კახიძეს 26 მაისს 85 წელი შეუსრულდებოდა. იუბილეს აღსანიშნავად, მისი სახელობის მუსიკალურმა ცენტრმა სოციალურ ქსელში, ასევე “იუთუბზე” ატვირთა დოკუმენტური ფილმი ჯანსუღ კახიძის შესახებ, რომელიც მისი შვილის, ვახტანგ კახიძის იდეით არის გადაღებული.