დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის მონაწილეებს, საცხოვრებელი კორპუსიდან კვერცხებიც დაუშინეს.
ცნობისთვის, საქართველოში ლოზუნგით – „იფიცება საქართველო!“ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა.
სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა
„ეს არის მშვიდობიანი ფორმა პროტესტის“
საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, რომელიც სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები უერთდებიან. გაფიცვის ფარგლებში უკვე დაიკეტა მრავალი ობიექტი, მათი თანამშრომლები კი ქუჩაში გამოვიდნენ.
პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში.