ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დუეტ „ჯორჯიას“ სოლოკონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა მაყურებელს ულამაზესი საღამო შესთავაზეს.
ვიდეო: „15 წელი თქვენთან ერთად“ – ულამაზესი კადრები დუეტ „ჯორჯიას“ სოლოკონცერტიდან
კონცერტი დუეტის ყველასთვის საყვარელი სიმღერით, „ესა მესა“ დასრულდა. მანამდე კი დუეტმა ყველას, ვინც კონცერტის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა.
კონცერტის შემდეგ დუეტმა „ჯორჯიამ“ მეგობრებისგან მილოცვები და კომპლიმენტები მიიღეს.