LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გვარი დაგვიტოვა ბაბუამ… როდესაც გაიგებენ, რომ მისი შვილიშვილი ვარ, მეუბნებიან ბედნიერი იყავი, ამ დროს სულ არ ახსოვთ ჩემი სიმღერა…“ – ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, მომღერალი, ლიზა დარასელია ლეგენდარულ ბაბუას იხსენებს

340
ლიზი დარასელია

თბილისის „დინამოს“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, მომღერალი, ლიზა დარასელია გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა.

მომღერალმა სიამაყით ისაუბრა ბაბუის, ვიტალი დარასელიას შესახებ და თქვა, რომ მისი შვილიშვილობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილი ამბობს, რომ ამერიკაში მისმა მამამ, ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია დააფუძნა, რომლისთვისაც ჰიმნს წერს:

„ძალიან ბედნიერი ვარ რომ ასეთი გვარი დაგვიტოვა ბაბუამ…

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ამ ოჯახში რომ გავიზარდე.

როცა გაიგებენ ხოლმე ჩემს გვარს, მაშინვე მეკითხებიან „ვინ ხარ ვიტალი დარასელიასი?“

როდესაც გაიგებენ, რომ მისი შვილიშვილი ვარ, მეუბნებიან ბედნიერი იყავი, ამ დროს სულ არ ახსოვთ ჩემი სიმღერა…

ყოველთვის ვამბობდი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ბიჭი, ძალიან მინდოდა ფეხბურთელობა, მაგრამ მამაჩემმა მითხრა „შვილო, ასეთი გოგო ხარ და ფეხები დაგიუშნოვდებაო“- ჩემსას მაინც მივაღწიე, ორი თვე ფეხბურთზე ვიარე…

ამერიკაში მამაჩემმა დააფუძნა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია და მისთვის ვწერ ჰიმნს…“ – ამბობს ლიზა.

🤲ამერიკაში მამაჩემმა დააფუძნა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია და მისთვის ვწერ ჰიმნს #ლიზადარასელია

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on სამშაბათი, 13 მაისი, 2025

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g