LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ბევრი სუფრა იწყება ქება-დიდებით და სრულდება საავადმყოფოში ან პოლიციაში…“ – რას ამბობს ფსიქიატრი, სერგო ცომაია

280
სერგო ცომაია

ფსიქიატრი, სერგო ცომაია Ajaratv • SHOWS ეთერში ალკოჰოლის მიღებისა ზომიერებაზე საუბრობს.

ფსიქიატრი ამბობს, რომ ქართულ რეალობაში „ბევრი სუფრა იწყება ქება-დიდებით და სრულდება საავადმყოფოში ან პოლიციაში“, რაც არასასიამოვნოა:

„რატომ იწყებს ადამიანი ალკოჰოლის მიღებას, როდესაც არის შეკრებები და მეგობრები ვცდილობთ, რომ გავთავისუფლდეთ თუნდაც დაძაბულობისგან.

თუ შენ ხარ დაძაბული, მაშინ მეგობრებთან ერთადაც დაძაბული ხარ და მაშინ რისგან თავისუფლდები?

თუკი მე მეგობრებთან ყოფნა მსიამოვნებს, მაშინ რეალურად არ მჭირდება ალკოჰოლი.

რა უნდა მოვიხსნა, თუკი იქ ჩემთვის სასიამოვნო გარემოა ანუ მე ვერ ვგრძნობ თავს თავისუფლად და ამისთვის მჭირდება რაღაცის დახმარება? – არა.

ალკოჰოლი არის ჩვენი ტრადიციის საფუძველი და ქვაკუთხედი, რითაც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა სხვა დონეზე გადაგვყავს, მაგრამ აქ არის ალკოჰოლის მიღების რაოდენობა და შემდგომი ქცევები, როდესაც ძალიან ბევრი სუფრა იწყება ქება-დიდებით და სრულდება საავადმყოფოში ან პოლიციაში.

თუკი მე ჩემ მეგობართან დალევა მსიამოვნებს, მაშინ სუფრის ბოლოს მე და ჩემი მეგობრები კარგად უნდა დავშორდეთ და არ უნდა ვიყოთ მეორე დღეს დაპირისპირებულები“, – ამბობს ფსიქიატრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g