TAMO’S SKIN-ის დამფუძნებელი, თამო ვაშალომიძე ქალებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ამის შესახებ თამომ ვიდეო მიმართვა ჩაწერა.
„ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მესიჯებისთვის, გვერდში დგომისთვის, უდიდესი ძალაა ქალბატონებო თქვენგან ჩემ მიმართ და ზუსტად თქვენ ხართ ის მოტივაცია და ის ძალა, რომ ბევრი რამ გავაკეთო და გავაგრძელო ჩემი თავის, ჩემი კომპანიის განვითარება და რა თქმა უნდა, ჩემი შვილების აღზრდა, მშვიდად, ბედნიერად, ჯანმრთელად და ა.შ,“ – ამბობს თამო და აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღით მილანში მიფრინავს.
შეგახსენებთ, თამო ვაშალომიძე მეუღლეს დაშორდა.
როგორც მოდელი აღნიშნავს, ის და აკა რამდენიმე თვეა ერთად აღარ არიან.
ვიდეო: „მე და აკა რამდენიმე თვეა დაშორებულები ვართ, ძალიან რთული იყო… “ – თამო ვაშალომიძე