გიორგი პეტრიაშვილი გახდა „საქართველოს ხმის“ მესამე კონკურსანტი, რომელმაც ოქროს ბილეთი, ანუ პირდაპირ ფინალურ ათეულში გადასვლის შესაძლებლობა მიიღო.
მან ოქროს ბილეთი ჟიურის წევრისგან, „ურსას“ სოლისტ გიორგი ძოწენიძისგან მიიღო.
ჟიური განსაკუთრებულად მოიხიბლა გიორგის შესრულების ინდივიდუალური სტილით და მელიზმებით…
„გასაგებია, როგორ შეაყვარე თავი შენს შეყვარებულს, ამას სიმღერით მოახერხებდი“, აღნიშნა დათო ფორჩხიძემ.