LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან მძიმეა, როცა შენს საყვარელ ადამიანს, ორს, შენს ლოგინში ხედავ მთლიანად შიშვლებს..“ – ქალს, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

1617
Untitled design (2)

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა ქალს, რომელსაც შეყვარებულის დაჭრას ედავებიან. ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„ძალიან მძიმე იყო, როცა შენს საყვარელ ადამიანს, ორს.. შენს სახლში, ოთახში შედიხარ და შენს ლოგინში ხედავ ასეთ მდგომარეობას.. მთლიანად შიშვლებს.. იმის ნაცვლად, რომ ჩემს მიმართ ბოდიში მოეხადათ, პირიქით ჩემი მისამართით ზეწოლა განახორციელეს, რომ თითქოს, როგორ დავამტკიცებდი, რომ ეს მოხდა..“, – განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

ცნობისათვის, 23 მარტს, ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აწარმოებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები