LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძლიერი კედელი, რასაც ვერ ანგრევს ჯერჯერობით ივანიშვილი, არის მედია და ამიტომ ვართ ჩვენ განსაკუთრებული სამიზნე“ – გურამ როგავა

157
გურამ როგავა

ჟურნალისტი გურამ როგავა „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ძლიერი კედელი, რასაც ვერ ანგრევს ჯერჯერობით ივანიშვილი, არის მედია და ამიტომ ვართ ჩვენ განსაკუთრებული სამიზნე“.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, ამის იქით გამოძიება არ მიმდინარეობს და საბუთებიც უშინაარსოა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის სტატუსები მოგვანიჭეს ფორმალურად და ეს არის ჩვენთვის დიდი მიღწევა, გამოძიება ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ არაფერს აკეთებს, ამაზე არავინ საუბრობს. საქმის მასალები რომ გადმომცეს, ძალიან მძიმე, მასიური ტომეულია. შეხედავ, იფიქრებ, უი, რამდენი უშრომიათ და მაკულატურაა, უშინაარსო რაღაც ჩანაწერებია რომელიც არაფერს გვეუბნება. იმიტაციას ქმნიან, რომ ამ ქვეყანაში ვითომ გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებს გურამ როგავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g