LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“ – რას გვირჩევს არუნ ხათრი

1029
2025-09-02_22-23-33_821941

ხალხური მედიცინის სპეციალისტი, ინდოელი არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს სახელწოდებით – „გაფრთხილება: ძმარმა შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს“.

„ვაშლის ძმრით შესაძლოა ისეთი პრობლემა შეიქმნა, რომ ვერაფრით ვერ უშველო. ძალიან სასარგებლოა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ გამოყენების ზომა. ზოგი ადამიანისთვის კი არ არის სასარგებლო. ჩვენ გვაქვს ორი ზონა, კეტაბოლიზმი და ანაბოლიზმი. კეტაბოლიზმი მუშაობს დღე და ამ დროს გამოიყოფა ენერგია. ანაბოლიზმის სტადია არის ღამე, ამ დროს ვაშენებთ უჯრედებს, რომ განვვითარდეთ. მაგრამ მთელი დღე ერთ ან მეორე პოზიციაში ყოფნა ცუდია. ვაშლის ძმარი ხელს უწყობს ადამიანის კეტაბოლიზმის სტადიიდან ანაბოლიზმის სტადიამდე მიყვანას.

ვაშლის ძმარს რომ ვსვავთ, იმის შემდეგ მეტაბოლიზმი სხვანაირად მუშაობს. ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ჭარბი წონა ან დიაბეტი აწუხებთ ვაშლის ძმრის გამოყენება კარგია. თუმცა ღამით ვაშლის ძმრის გამოყენება ცუდია. ბევრი პრობლემა ჩნდება. ვაშლის ძმარი უნდა მიიღოთ ან წამამდე ან ჭამის შემდეგ. ცარიელ კუჭში მისი მიღება არ არის კარგი. ასევე როცა მივირთმევთ, ხორცს, პროტეინს, ნებისმიერ მცენარეულ საკვებს იქ მცირდება კუჭის მჟავა.

ადამიანი რომლებიც არიან სწრაფ ნახშირწყლებზე, კოკაკოლებზე, არ ივსება ნუტრიენტებით მისი ორგანიზმი. ივსება პარაზიტებით. როცა ადამიანის ორგანიზმში შედის პარაზიტები, ეს კუჭის მჟავა კლავს მათ. ადამიანს, რომელსაც ეს მჟავა არ აქვს იმ ადამიანისთვის ვაშლის ძმრის მირთმევა კარგია. ვისაც კუჭის დაავადებები აწუხებთ, მათთვის ვაშლის ძმარი არ არის რეკომენდებული. კუჭის წყლულს კი უფრო აზიანებ. წყლულს შველის კომბოსტოს წვენი. ვაშლის ძმარი პირდაპირ არასდროს უნდა დალიო. ამ დროს კბილები ფუჭდება. სასურველია დალიოთ წყალნარევი და თან საწრუპით“, – ამბობს არუნ ხათრი.

ვიდეო: „თუ გაწუხებთ ართრიტი, ძვლების ტკივილი, ეს ინფორმაცია თქვენთვის არის…“ – როგორ ავიცილოთ თავიდან სახსრების ტკივილი, რას ამბობს არუნ ხათრი

„ეს საუკეთესო საშუალებაა ანთების და ტკივილის შესამსუბუქებლად…“ – ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი თავის გამომწერებს რეკომენდაციით მიმართავს

„წონის დაკლება და დიაბეტის კონტროლი, მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტერინი – ვაშლის ძმარი ამ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ…“: არუნ ხათრი ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებებზე

„ეს კიბოს საწინააღმდეგო საუკეთესო წამალია…“ – არუნ ხათრი საზოგადოებას კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართავს

ვიდეო: „თუ გაქვთ კენჭის პრობლემები ნაღველში ან თირკმელში, ეს რჩევა თქვენთვის არის…“- რას ამბობს ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g