LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ედიშერის, წყნარი ჯონის და ჩემი მზვერავობის ამბავი ირპენში… ქუჩაში ჩანს ადამიანის გვამი, რომელიც ძაღლებმა ლამის სულ შეჭამეს, მაგრამ ჩვენ ვერ მივდივართ ახლოს – ელისაშვილი

472
გგგე

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიდეოში ალეკო ჰყვება, რა ხდებოდა, სანამ ირპენს რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლებდნენ.

„ედიშერის, წყნარი ჯონის და ჩემი მზვერავობის ამბავი ირპენში. ვიდეო ერთი კვირის წინანდელია. ვიდეოს გადაღებიდან მეორე დღეს გავაძევეთ ქალაქიდან რუსები. მანამდე კიდევ თვალს არ ვაშორებდით.

ქუჩაში ჩანს ადამიანის გვამი, რომელიც ძაღლებმა ლამის სულ შეჭამეს, მაგრამ ჩვენ ვერ მივდივართ ახლოს…

სახლში სადაც ვართ, ედიშერ შუკვანი, რას იპოვიდა სხვას, თუ არა სვანს. კედელზე ჰკიდია პლასტმასის სვანი და არის ნამდვილი სვანი…

ერთი სული გვაქვს, როდის „ვნახავთ“ რუსებს”. – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ომში როგორ უნდა იყო ბედნიერი, მაგრამ აი, რა გითხრათ ისეთი ყიჟინით გავვარდით, ალბათ ძველ დროს, რომ ხდებოდა სილაღე და ბედნიერება ისეთი დაგვემართა – ელისაშვილი

ოქრუაშვილი მაგრად ომობს, ქაცარავაც მაგრად ომობს, მის ჯგუფს ბიჭები დაეღუპა… ნაღდად არ ვიცი დომენიკ მანგო, მე არსად შემხვედრია – ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g