LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომში როგორ უნდა იყო ბედნიერი, მაგრამ აი, რა გითხრათ ისეთი ყიჟინით გავვარდით, ალბათ ძველ დროს, რომ ხდებოდა სილაღე და ბედნიერება ისეთი დაგვემართა – ელისაშვილი

208
88jpg

ალეკო ელისაშვილმა უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ვითარებაზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას“ – ალეკო ელისაშვილი

„რომ არ მოვიტყუო და რომ არ დავიბრალო, რომ გავვარდით და ავიღეთ მოსკოვი, მარტო ოთხი დღე ვიყავით ბრძოლაში და ორი სხვადასხვა დავალება გვქონდა.  თვალთვალი და შეტევა. ერთიც წარმატებული იყო და მეორეც. და თან ყველაზე მაგარი რაც იყო, ქართველებს ნაკაწრიც არ გვქონია.

ერთ დილით მოულოდნელად მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩვენი ჯგუფი ჩართეს ბრძოლაში. ძველ დროს რომ ხდებოდა ყიჟინა და სილაღე, ის დაგვემართა. ომში როგორ უნდა იყო ბედნიერი, მაგრამ ისეთი ყიჟინით გავვვარდით. რა თქმა უნდა, ორგანიზებულად.

ერთი გასროლა გვესროლეს და ეგრევე გაიქცნენ, დაახლოებით 2 კილომეტრის სიღრმეში შევედით და მთლიანად გავწმინდეთ ქალაქი ირპენი.

ჩემთვის იყო ძალიან მაგარი, რომ ასეთ ისტორიულ პროცესში მივიღე მონაწილეობა. ამას მთელი ცხოვრება ვიამაყებ.

ახლა გული გვაქვს გაწვრილებული, ერთი სული გვაქვს, რომ რამე დავალება მივიღოთ“. – ამბობს ალეკო ელისაშვილი „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ვიდეო: ოთხი დღე ვიყავით ირპენში, წინა ხაზზე, მთლიანად დავიკავეთ ქალაქი… პარალელურ ქუჩაზე შემტევმა ჯგუფმა ააფეთქა ბეემპე, სადაც ცხინვალელი ოსების დროშა ნახეს – ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g