„ჩვენ წყნარად ვდგავართ და ვიდგებით დაუღალავად, მანამ სანამ ეს ქვეყანა თავის ნორმალურ გეზს არ აიღებს ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ“ – ამის შესახებ მომღერალმა, ქეთათო ჩარკვიანმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით აქციის მონაწილეები დაუღალავად განაგრძობენ რუსთაველის გამზირზე დგომას:
„მაშინ, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა და ფაქტობრივად ჩამოშლის პირზე ვართ, ასეთ დროს ნაძვის ხეზე ლაპარაკი, ეტყობა რაღაც ხუმრობაა, თუმცა შეეძლოთ აენთოთ ნაძვის ხე, არავინ ხელს არ უშლიდა, თავად იცავდნენ შაოსნები… ჩვენ წყნარად ვდგავართ და ვიდგებით დაუღალავად, მანამ სანამ ეს ქვეყანა თავის ნორმალურ გეზს არ აიღებს ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ. ეგზისტენციალური კრიზისია დღეს საქართველოში და აქედან უნდა გამოვიდეთ“ – განაცხადა ქეთათო ჩარკვიანმა „ტვ პირველთან“.
👉 როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა, ასეთ დროს ნაძვის ხეზე ლაპარაკი ეტყობა რაღაცნაირი ხუმრობაა I ქეთათო პოპიაშვილი
Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on კვირა, 15 დეკემბერი, 2024