LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ანდრონიკაშვილი: „ძალიან მინდოდა მეორე შვილი… ბავშვის მამასაც უნდოდა, მაგრამ ვერ შევთანხმდით ერთად ყოფნაზე…“

227
ეკა ანდრონიკაშვილი

ეკა ანდრონიკაშვილი „ნიკოლოზის კითხვებში“ საუბრობს გადაწყვეტილებაზე, რომ 23 წლის შუალედით მეორე შვილი გაეჩინა:

„ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი შვილი მყოლოდა. დრო გადიოდა. ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც შევქმნიდი ოჯახს. პირველად ვამბობ ამას, მეგობრები რომ ვისხედით ხოლმე და ამაზე ვსაუბრობდით, ვამბობდი ასეთ ფრაზას, ჯერ ვერ ვიპოვე ჩემი შვილის მამა-მეთქი. არასდროს მითქვამს, ვერ ვიპოვე მეორე ქმარი-მეთქი. მერე, რომ გადავახვიე, მივხვდი, რომ ჩემი კოდი იყო შვილის მამა…

2014 წელს შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გაჩნდა გრძნობა, ეს ურთიერთობა მახსენდება ბედნიერების შეგრძნებით. სულ ვიყავი ბედნიერი. მიწიდან რომ აგწევენ და კარგად ხარ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანისგან გამიჩნდა მეორე შვილი. რომ გავიგე, ფეხმძიმედ ვიყავი, შეიძლება, იყო ორჭოფობა, მაგრამ დედაჩემმა მითხრა, ყოველთვის ინანებ, რომ არ გააჩინო ახლაო. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჩემი მეორე შვილი. როცა ექო გავიკეთე, ზუსტად ისეთივე პროფილი ჰქონდა, როგორიც მერე გაჩნდა. ეს რომ დავინახე, ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

მეორე შვილის მამასაც უნდოდა შვილი, მაგრამ ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება, არ მინდა იმაზე საუბარი, რატომ. მე წავედი ამერიკაში და იქ გავაჩინე მეორე შვილი, ჩემს მეგობრებთან. დეპრესიული მდგომარეობა მქონდა. ნიუ იორკში მყავს ძალიან კარგი მეგობრები, ჩამოდი და გადაერთეო, შემომთავაზეს. ჩავედი ამისთვის, ხასიათის გამოსაკეთებლად, 43 წლის ვიყავი, ექიმმა მითხრა, რომ არ მირჩევდა უკან დაბრუნებას, რადგან ტონუსი მქონდა მომატებული. შემეშინდა… ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემთვის ბოლო ბავშვი იყო და ვერ გავრისკავდი. აქედან გამომდინარე, იქ გავაჩინე შვილი საკეისროთი. ჩემს მეგობრებთან ვცხოვრობდი, ვიყავი მარტო, რადგან ისინი დილას მიდიოდნენ… ჩემი შვილი იყო კეთილი, არ ტიროდა, თითქოს დედა არ უნდა შეეწუხებინა. არასდროს მიფიქრია იქ დარჩენაზე, აქ ბავშვის გაზრდა ბევრად ადვილია, მყავს ძიძა, სახლი, კარი, აგარაკი, დედა, ბავშვის დამტოვებელი გყავს, როცა სპექტაკლი გაქვს. იქ რომ ბავშვი გაზარდო, თან უნდა იმუშავო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g