LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ნიჟარაძეს ბრაზიანი ბებიის რეპუტაცია აქვს

1154
ekanijaradzedila

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ “მთავარი არხის”: დილის გადაცემას  შინ უმასპინძლა და ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია მისი დილის რუტინა.

“დილას წამოვხტები ხოლმე, რადგან ბევრი საქმე მაქვს. გავრბივარ სამზარეულოში, ვადგამ ჩაიდანს და შემდეგ შევდივარ აბაზანაში… საუზმე მას შემდეგ ამოვარდა ჩემთვის, რაც ბავშვები გამიჩნდა. ჩემთვის საუზმის გასამზადებლად არასდროს მყოფნიდა დრო. მაქვს ხოლმე დღეები, როცა ვდგები იმ განწყობით, რომ დღეიდან უნდა ვჭამო ჰერკულესის ფაფა ბანანით. ზოგჯერ ვაკეთებ ხოლმე ამას. კარგია, რომ დღეს გამახსენდა და ხვალ მოვიხარშავ…“

როგორც ეკა ნიჟარაძე აღნიშნავს, ყოველთვის ამჯობინებს, რომ რაც უნდა გვიანი იყოს, მაინც დაალაგოს სამზარეულო, რომ დილას გასარეცხი ჭურჭელი არ დახვდეს

ეკა ნიჟარაძე ასევე საუბრობს, როგორი ბებიაა და როგორც ამბობს, ბრაზიანი ბებიის რეპუტაცია აქვს, მაგრამ თავად მიიჩნევს, რომ საყვარელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g