LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ეკა ტოგონიძე: „ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. მითხრა, რომ არ უნდა დავლოდებოდი ჩემი შვილის პირველ ტირილს მას შემდეგ, რაც დაიბადებოდა…“

1337
ეკა ტოგონიძე

ეკა ტოგონიძემ შვილთან დაკავშირებული ამბავი „მთავარ არხთან“ გაიხსენა:

„მეცხრე თვეში ვიყავი, როდესაც ექიმთან ბოლო შემოწმებაზე ვიყავი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ექიმი რომ მამოწმებდა, ეკრანს უყურებდა და სახე შეეცვალა. ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, არ მიპასუხა. ამაზე არ ინერვიულო, მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდება, მის ტირილს ვერ გაიგონებო, რადგან ჭიპლარი ყელზე ჰქონდა ორჯერ შემოხვეული… მისი ტირილის გაგონება ძალიან მინდოდა, მინდოდა, ასე შეგებებოდა თავისი ცხოვრების პირველ წამს. ჩემს შვილს ველაპარაკებოდი მუცელში და ყოველდღე ვთხოვდი, რომ გამოეხსნა თავი. აღმოჩნდა, რომ მომისმინა და რომ დაიბადა, მისი ტირილი გავიგონე… მჯერა, რომ თუ დაუბადებელმა მომისმინა, მომავალში უფრო მოიკრებს ამის ძალას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები