LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომენატრეო, პირველი ეს მომწერა, ფილმშიცაა სცენა, სადაც თუთასთმიანი გოგო ამას ტელეფონში მეუბნება“ – რას წერს ეკატერინე ტოგონიძე შვილზე და ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს

342
Untitled design (8)

ნანა ჯანელიძის ახალი ფილმის „იარე ლიზა“ დახურული ჩვენება გაიმართა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ფოტო: ნანა ჯანელიძემ ახალ ფილმში მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გადაიღო

ჟურნალისტი აღწერს შვილის ემოციებს, რომელიც ფილმის ჩვენებას დაესწრო:

„წლის ბოლო.

ეს დღე მინდა დარჩეს მოგონებად, ამიტომ აქ დავწერ. საქართველოში არ ვარ, ჩემი შვილი იყო ნანა ჯანელიძის ფილმის „იარე ლიზა“ დახურულ ჩვენებაზე (რომელშიც ლიზას როლს დედამისი ასრულებს) მოეწონა.

15 წლისაა და მგონია, რომ ამ ორ საათში უცებ გაიზარდა.

მომენატრეო, პირველი ეს მომწერა.

ფილმშიცაა სცენა, სადაც თუთასთმიანი გოგო ამას ტელეფონში მეუბნება. ფილმი აფხაზეთზეა.

ეს სხვა მონატრებაა, სხვა კავშირი ჩვენს შვილებთან, ჩვენს შემდგომ თაობასთან. მიხარია“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რეჟისორ ნანა ჯანელიძის ახალ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში ეკატერინე ტოგონიძე მთავარ როლს ასრულებს. ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ, აფხაზეთის ომში რეპორტიორად მუშაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები