ნუკი კოშკელიშვილი გადაცემაში „მერე?“ ემიგრანტების შესახებ ემოციური სიტყვებით საუბრობს.
როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, საქართველოს საოცარი ქალები ჰყავს, ნამდვილი ჯარი.
„ემიგრანტები სიცარიელეში ჩამოდიან, არა ბინა, არა სამსახური და მანქანა. ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ ინტერვიუ ემიგრანტებთან. ამბებს მოისმენთ, დაუჯერებელს. მე ვიცი ქალი, რომელმაც ზურგზე მოისვა 7 წლის ბავშვი, გულზე მიიხუტა 6 თვის და ასე გადავიდა მექსიკის საზღვარზე. მოხვდა ციხეში, წაართვეს ბავშვები, რომლებიც შემდეგ იპოვა. საოცარი ქალები ჰყავს საქართველოს. თამარ მეფეც იმიტომ იყო მეფე, რომ ქართველი ქალი მეფეა.
საქართველოს ქალების საოცარი ჯარი ჰყავს, რომელთა უმეტესობაც ემიგრაციაშია. დრო ძალიან ჩქარა გადის, ემიგრაციაში ფულს აგროვებს ქალი, რომ შემდეგ ბინდა იყიდოს. ამ დროს შვილი ეუბნება, არა ჯერ არ ჩამოხვიდე, მანქანაც მინდა. დედა კი ვერ იძახის უარს“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
