LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების” ავტომობილებს“ – რა კადრებს აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილი

143
ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი განცხადებით, ჩანს, თუ როგორ ტოვებენ ავტომობილებით 1 ივნისს, ენმ-ის პარტიის ოფისზე თავდამსხმელები „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მდებარე ობიექტიდან საპარკინგე სივრცეს.

ვიდეო: „გომელაურის „მილიცია“ მოვარდა ცენტრალურ ოფისში და ახლა ესენი ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას და თითქოს გამოძიებას ატარებენ – „ნაციონალური მოძრაობა“

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მომხდარიდან ოთხი დღის შემდეგ, 100-მდე ადამიანიდან არც ერთი არ დაუკავებიათ:

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებენ ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, „იდეალის” საპარკინგე სივრციდან.

ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს „ბანდიტების” ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არც ერთი არ დაუკავებიათ… თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრების განცხადებით, პარტიის ოფისს თავს რამდენიმე ათეული პირი პირველ ივნისს დაესხა. უცნობმა პირებმა პარტიის ოფისის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და კედლებზე წარწერები დატოვეს.

✅ ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები 10-ობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წთ-ში, "იდეალის" საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ. ✅ მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი (❗️) არ დაუკავებიათ … თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ. TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi Formula • ფორმულა

Posted by Levan Khabeishvili on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები