ცოტა ხნის წინ, მედიაში ტომ კრუზის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ახალგაზრდა ქალბატონების გულთამპყრობელი ტომი თვალწარმტაც „ლუქში“ გამოწყობილ სიდნი სვინს აღტაცებით ესაუბრებოდა. მათ შორის თითქოს აშკარა ფლირტი იყო გაჩაღებული.
ახლახან Daily Mail-მ გაავრცელა მსახიობების საუბრის გაშიფრული შინაარსი. მათი დიალოგი მთლიანად სამუშაო პროცესსა და გადაღებების დროს მიღებულ ტრავმებს ეხებოდა.
28 წლის სვინმა 63 წლის კრუზს უამბო, რა სახის დაზიანებები მიიღო ახალი ბიოგრაფიული ფილმის, Christy-ს გადაღებების დროს.
„მოტეხილობა არასდროს მქონია, თუმცა სახე ჩამლურჯებია. ერთ-ერთი ბრძოლის სცენის დროს ცხვირიდან სისხლი წამომივიდა და ტვინის შერყევაც მივიღე“,– უამბობდა სვინი ტომ კრუზს, რომელიც ასეთ საკითხებში ნამდვილი ექსპერტია და უკვე ათეულობით წელია თავის ფილმებში სახიფათო ტრიუკებს თავად ასრულებს.
როცა 63 წლის ტომ კრუზი, 26 წლის სიდნი სვინს შეხვდა… – მსახიობების ფლირტის ვიდეომ მედია მოიცვა
ჰოლივუდელი ლამაზმანი სიდნი სვინი „ვერსაჩეს“ 1995 წელს შექმნილ ულამაზეს კაბაში ბრწყინავს
„ანა დე არმასზე ახალგაზრდა იპოვა“ – 63 წლის რომ კრუზი 23 წლის მსახიობთან ერთად გამოიჭირეს