LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემომცხო დუბინკა ცხვირში, ძვლები მაქვს ჩამტვრეული, ცხვირის ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა“ – აქციაზე დაკავებულ ავთანდილ ტიტვინიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

120
ავთანდილ ტიტვინიძე

30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ავთანდილ ტიტვინიძე, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ტიტვინიძემ, რომელმაც დაკავების შემდეგ ფიზიკური დაზიანებები მიიღო და კლინიკაში მოათავსეს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ სპეცრაზმელები მას დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტიტვინიძის განცხადებით, მას აქვს ძვლები ჩამტვრეული და ტვინის შერყევა.

„ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემომცხო დუბინკა ცხვირში. ძვლები მაქვს ჩამტვრეული, ცხვირის ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა“ – განაცხადა ავთანდილ ტიტვინიძემ.

„წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ…“ – მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავების დეტალებზე

ცნობისთვის, ავთანდილ ტიტვინიძე 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს მინისტრის მოადგილე: „150-ზე მეტი პოლიციელი არის დაშავებული და მათ უმრავლესობას აღენიშნება როგორც ნახეთქი ჭრილობები, ასევე დამწვრობები, რომელიც მიყენებულია, სავარაუდოდ, პიროტექნიკისგან – ძალიან სწორი რეგულაციაა, რასაც პარლამენტი ადგენს“

„ერთ-ერთმა რობოკოპმა მოინდომა თამაში და შემომცხო დუბინკა ცხვირში. ძვლები მაქვს ჩამტვრეული, ცხვირის ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა“ — ავთანდილ ტიტვინიძე მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, მას პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან

Posted by Formula • ფორმულა on პარასკევი, 13 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g