LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე ახლა ცოცხალი ვარ დათოა, მეტი არავინ აბსოლუტურად.. ყოველ დილით, მისთვის ვახელდი თვალს“ – თინა ხიდაშელი

160
Untitled design

„ერთადერთი მიზეზი, რატომაც მე ახლა ცოცხალი ვარ დათოა, მეტი არავინ აბსოლუტურად“ – ამის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემაში „პირველი სტუდია“ განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემებთან ბრძოლის დროს მისი ერთადერთი საყრდენი დათო იყო.

„რთული პერიოდი მქონდა ძალიან, მაგრამ ახლა იცით როგორ ვარ?! ასე მგონია, რომ ეს დამესიზმრა. ხომ გქონიათ თქვენც მომენტი, რომ რაღაც წაშალოთ მეხსიერებიდან. როგორც ჩანს, ისე ვებრძვი მაგ პერიოდს ჩემს მეხსიერებაში.. იმდენი ძალიან ცუდი რამ მოხდა იმ პერიოდში, ხანდახან მავიწყდება, რომ ეს ჩემს თავს მოხდა.

მქონია რამდენიმე მომენტი ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიღაცას უთქვამს, „მაშინ შენ ხომ არ იყავი“ და უცებ დავფიქრდები ხოლმე, რატომ არ ვიყავი..

ყველასთვის მძიმე იქნებოდა, მაგრამ მგონია, რომ ჩემთვის სპეციფიკურად მძიმე იყო. ჩემი მთავარი საყრდენი იყო დათო.. ერთადერთი მიზეზი რატომაც მე ახლა ცოცხალი ვარ დათოა, მეტი არავინ აბსოლუტურად. ყოველ დილას ის იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ვახელდი თვალს“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

ვიდეო: „ეს ჩემი საყვარელი თემა იყო – ვგიჟდებოდი, საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ“ – თინა ხიდაშელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები