LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ეს ჩემი საყვარელი თემა იყო – ვგიჟდებოდი, საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ“ – თინა ხიდაშელი

132
თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი ეკა ჩხეიძის გადაცემას, „პირველ სტურიას“ სტუმრობდა.

თინა ხიდაშელმა გაიხსენა, რის გამო აკრიტიკებდნენ მას მინისტრობის პერიოდში და აღნიშნა, რომ „ეს მისი საყვარელი თემა იყო“.

„ვგიჟდებოდი, საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ, ჩემი ბიჟუტერია აღიზიანებდათ კაც ყოფილ თავდაცვის მინისტრებს. ამის გამო ფეისბუკზე პოსტებს მიძღვნიდნენ – რა აცვია, რა უკეთია, თმა როგორ აქვს დავარცხნილი, რა შენი საქმეა? ეს თან კარგია, ეს ნიშნავს, რომ სწორად იქცევი, თუ სხვა ვერაფერზე გაკრიტიკებენ.

არ ვიცი, ასეთი ტიპის ბრძოლის წინააღმდეგ რა უნდა გავაკეთო, საყურე შევიცვალო? რომ გადავდექი, იმის შემდეგ დავამოკლე, მაგრამ სანამ მინისტრი ვიყავი, სულ გრძელი საყურით დავდიოდი.

მარგარეტ ტეტჩერს ჰქონდა ძალიან ცნობილი პრინციპი – „როდესაც ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ისეთი ტანსაცმელით ვცხადდებოდი, რომ ყურადღება გადამეტანა, შემდეგ ხალხი ამაზე იწყებდა ლაპარაკს და ამბავი გვერდზე რჩებოდაო“. თუნდაც ჩათვალონ, რომ ამიტომ მეკეთა უკიდურესად მათთვის მიუღებელი ბიჟუტერია“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ვგიჟდებოდი საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ" – თინა ხიდაშელი

"ეს ჩემი საყვარელი თემა იყო, ვგიჟდებოდი საყურის სიგრძეზე რომ მაკრიტიკებდნენ" – თინა ხიდაშელი

Posted by პირველი სტუდია • Pirveli Studia on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები