LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ერთადერთი ქართველი აღმოვჩნდი ვინც ავსტრიაში ჩააბარა სავიოლინო პროგრამაზე.. კონცერტებზე ვასრულებ ქართულ ნაწარმოებებსაც“ – ქართველი მევიოლინეს ია დავითაშვილის წარმატების ისტორია 

149
Untitled design - 2023-12-27T113345.175

ავსტრიაში ქართველი მევიოლინე, ია დავითაშვილი თავის წარმატების ისტორიაზე „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში ჰყვება.

როგორც ია ამბობს მისი გზა ავსტრიამდე ჯერ კიდევ საქართველოდან, კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში დაიწყო.

„ჩემი წარმატების გზა დაიწყო საქართველოდან, დავამთავრე თბილისის კონსერვატორია.

ერთ-ერთ კონცერტზე ჩემი მომავალი პროფესორი დირიჟორობდა, მან ჩაატარა მასტერკლასები. მისთვის დავუკარი მასტერკლასზე და მოვეწონე, მანვე შემომთავაზა უცხოეთში სწავლა.

იმ პერიოდში არ ვფიქრობდი ჩემი ცხოვრების ასე გადაბრუნებას, დაფინანსებაც რთული იყო ჩემთვის. საკმაოდ დიდი კონკურსი გავიარე. ერთადერთი ქართველი აღმოვჩნდი ვინც ჩააბარა სავიოლინო პროგრამაზე.

საქართველოსთან შედარებით, იქ არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, თანამედროვე მუსიკის, ჯაზის სწავლის შესაძლებლობა, მრავალფეროვან ლიტერატურასთან წვდომა.

კონცერტებზე ვასრულებ ქართულ ნაწარმოებებსაც, სწორედ ახლა მინდა ჩავწერო სიტი ქართული პიესების, ყანჩელს მაჭავარიანს ევროპული მსმენელი იცნობს, რაც ძალიან მიხარია,“ – ამბობს ია დავითაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g